Saturday, January 28, 2012

რუსეთის ვიზა

რუსეთის ვიზის აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვს მოსაწვევი, რომელიც კეთდება რუსეთის ფედერაციაში (1 თვის განმავლობაში)მხოლოდ იმ ადამიანებზე რომლებიც არიან ნათესავურ კავშირში იმ ადამიანთან,რომელიც აგზავნის მოსაწვევს(გაითვალისწინეთ,რომ მხოლოდ ხისხლის
ნათესავები:დედა,მამა,და,ძმა,ბიძაშვილი,მამიდაშვილი,დისშვილი,შვილისშვილი და არა მაგალითად : დის ცოლი,ძმის ცოლი,მამიდაშვილის შვილი და ასე შემდეგ). ვიზის გაპორმება ხდება შემდეგნაირად: რეკავთ შვეიცარიის საელჩოში 291-26-75; 291-27-82 და სთხოვტ ჩაწერას.ამავდროულად ისინი გეკითხებიან მოსაწვევის ნომერს ვინ არის გამომგზავნელი და რა გაკავშირებთ ერთმანეთთან. შემდეგ შედიხართ აი ამ საიტზე:- http://evisa.kdmid.ru/ რეგისტრირდებით (გახსოვდეთ,რომ ნომერი ანუ იგივე იდი და პაროლი უნდა ჩაიწეროთ)
ამის შემდეგ თქვენ აფორმებთ ბლანკს ინტერნეტით შევსების შემდეგ ამოაპრინტერეთ ბლანკი (შენიშვნა: პრინტერი უნდა გქონდეთ გვერდით,დაუშვებელია ბლანკის გადმოწერა და შემდეგ სხვა პრინტერიდან ამობეჭდვა.იმ შემთხვევაში თუ პრინტერი არ გაქვთ ისარგებლეთ ინტერნეტ კაფეებით რომლებიც ყოველ ორ ნაბიჯშია თქვენს ქალაქში) ამოპრინტერების შემდეგ გადაიღეთ ორი სურათი ( 3x4 სმ) და მორჩა დააწეპეთ ბლანკზე. ტელეფონზე გეტყვიან ჩაწერის თარიღსა და საათს უკეთესია თუ მოხვალთ ცოტათი ადრე (15-20 წუთით) როდესაც საელჩოში შეხვალთ ელჩმა შეიძლება დაგისვათ რამდენიმე კითხვა (მაგ: ვისთან მიდიხართ,რატომ მიდიხართ სა ასე შემდეგ.) მთავარია არ დაიბნეთ სა ზუსტად უპასუხოთ რომ ყველაფერი ბლანკში წერია.
გაითვალისწინეთ,რომ ანკეტა უნდა იყოს რურულ ენაზე შევსებული და ნორმალური კალიგრაფიით. წინააღმდეგ შემთხვევაში ანკეტა არ მიიღება.

 ვიზა არის ერთჯერადიც და მრავალჯერადიც ეს გააჩნია თუ როგორი იქნება მოსაწვევი. ვიზა გაიცემა 3 თვის ვადით ხოლო მშობლების შემთხვევაში შესაძლებელია კივედ გაუგრძელოთ ვადა თქვენ ვიზას.(მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე) ვიზის ღირებულებაა 60 დოლარი,რომელსაც საელჩოში ნაღდი ანგარიშსწორებით იხდით.

 ალბათ ყველას დაუუფლება კითხვა ამ ინმფორმაციის წაკითხვის შემდეგ და მე გადავწყვიტე აქვე გაგცეთ პასუხი მათზე

 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვზის აღება როგორ ხდება? -

 იგივე პრინციპით.ოღონდ თან უნდა გახლდეთ დბადების მოწმობა რომელიც უნდა იყვეს გადათარგმნილი რუსულ ენაზე და უნდა დამტკიცებული იყვეს ნოტარიულად.მშობლის/მშობლების თანხმობა,რომ ისინი თანახმა არიან რომ თქვენ საზღვარგარეთ გაემგზავროთ ასევე გადათარგმნილი და ნოტარილად დამტკიცებული 

მოსაწვევის გარეშე ვიზას ვერ ავიღებ? -

შესაძლებელია მაგრამ მოსაწვევის გარეშე ვიზის ღირებულებაა 500 დოლარი. რას ნიშნავს ერთჯერადი და მრავალჯერადი? ერთჯერადია ვიზა როდესაც შედიხარ სახელმწიფოში და სხვაგან გამგზავრების დროს უკავ შემოსვლის ნებართვა აღარ გაქვს ანუ მხოლოდ ერთხელ შეგიძლია შეხვიდე ამა თუ იმ სახელმწიფოში. მრავალჯერადია ვიზა როდესაც შეგიდზლია მუდმივად დატოვო სახელმწიფო და შიგ დაბრუნდე სანამ ვიზის ვადა არ გამოგელევათ
ბილეთი მაქვს ნაყიდი 20 იანვარს და მე ჩაწერილი ვარ 30 იანვარს რა გავაკეთო? -

ამ შემთხვევაში მოგიწევთ 200 დოლარის გადახდა უფრო ადრინდელი ჩაწერისათვის,ან გააუქმოთ რეისი. ბლაკი შემთხვევით შევავსე ან არასწორად რა რა ვქნა? არაფერი ტუ ის თქვენ საელჩოშო არ გააგზავნეთ.ყრადღება მიაქციეთ ბლანკს აუცილებელია ,რომ ის იყოს თქვენს მიერ შევსებული ან თუ ვინმე შეავსებს თქვენს მაგივრათ მიუთითოთ მისი ვინაობა ბლანკში.ხოლო თუ თვნებ გააგზავნეთ შეცდომითი ბლანკი მას გააუქმებენ და ხელახლა მოგიწევს ჩაწერა და ზემოთ აღნიშნულის წაკითხვა.

 ძნელი არაფერია,მთავარია ყველაფერი კარგად შეასრულოთ ისე როგორც მე მიგითითეთ რადგანაც მე სულ მასე ვაკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება.თუ რაიმე დამატებითი კითხვა გაგიჩნდათ მომწერეთ.ბენდიერი მგზავრობა და წარმატებები>